მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

საიტი, დომენი და ელფოსტა ერთ ადგილას

შექმენი საიტი ტექნიკური ცოდნის გარეშე, იყიდე დომენი, გახსენი კორპორატიული ელფოსტა - და მართე ყველაფერი ერთი ანგარიშიდან.

სცადე 7 დღე უფასოდ, ბარათის გარეშე. საიტს ავაწყობთ, გამოცდი და მერე აირჩევ ტარიფს.

ან ჯერ დომენი მოძებნე:

  • .ge
  • .com
  • .net
  • .store
ტექნიკის მაღაზია AFFIX-ის Vector შაბლონზე, კომპიუტერსა და ტელეფონზე

ყველაფერი, რაც ონლაინ ბიზნესს სჭირდება

აირჩიე ერთი სერვისი ან აიღე ყველაფერი ერთად.

როგორ მუშაობს

ოთხი ნაბიჯი რეგისტრაციიდან მზა საიტამდე.

  1. 1

    აირჩიე სერვისი

    საიტი, დომენი, ელფოსტა ან სამივე ერთად - პაკეტით.

  2. 2

    შეავსე ინფორმაცია

    ბიზნესის სახელი, აღწერა, ლოგო. დიზაინს შაბლონიდან აირჩევ.

  3. 3

    სცადე 7 დღე უფასოდ

    საიტს რამდენიმე წუთში ავაწყობთ. ნახე, შეცვალე და გამოცადე - ბარათი არ გჭირდება.

  4. 4

    აირჩიე ტარიფი

    მოგეწონა? აირჩიე თვე, წელი ან 2 წელი და გადაიხადე ბარათით. საიტი ისე დარჩება, როგორც არის, და დომენიც დაუკავშირდება.

ფასები

ფასი იცვლება გადახდის პერიოდის მიხედვით.

კორპორატიული საიტი

ონლაინ მაღაზიის გარეშე

სერვისები, პროექტები, კონტაქტი

₾ 99/ თვე

ან ₾ 990 წელიწადში (2 თვე უფასოდ)

არჩევა
  • დომენი უფასოდ წლიურ გადახდაზე (.ge, .com, .net)
  • 2 საფოსტო ყუთი, 5 GB თითო
  • 15 დიზაინი შენი ფერებით და შრიფტით
  • 3 ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
  • ადმინ პანელი: სერვისები, სიახლეები, გვერდები, შეტყობინებები
  • SEO: მეტა ტეგები, sitemap და JSON-LD

ონლაინ მაღაზია

კატალოგი, კალათა, გადახდა

₾ 199/ თვე

ან ₾ 1,990 წელიწადში (2 თვე უფასოდ)

არჩევა

ყველაფერი, რაც საიტს აქვს, და:

  • პროდუქტები ულიმიტოდ
  • კალათა, შეკვეთები და მათი სტატუსები
  • ბარათით გადახდა: Flitt, საქართველოს ბანკი, TBC
  • განვადება და ნაწილ-ნაწილ გადახდა (BOG, TBC)
  • მიწოდების ზონები და დროის სლოტები
  • პრომოკოდები და Excel ექსპორტი
  • FINA-სთან სინქრონიზაცია

ონლაინ გადახდა ირთვება შენი ხელშეკრულებით Flitt-თან ან ბანკთან

საბაზისო

2 კორპორატიული საიტი დომენებით და ელფოსტით

₾ 179/ თვე

ან ₾ 1,790 წელიწადში (2 თვე უფასოდ)

არჩევა
  • 2 კორპორატიული საიტი
  • 5 საფოსტო ყუთი, 5 GB თითო
  • 2 დომენი უფასოდ წლიურ გადახდაზე (.ge, .com, .net)
  • ერთი გამოწერა, ერთი ინვოისი
  • თითო საიტს: 15 დიზაინი, 3 ენა, ადმინ პანელი
  • SEO, SSL და ანალიტიკა ყველა საიტზე

ნებისმიერი მათგანი შეგიძლია ონლაინ მაღაზიად აქციო: + ₾ 100 / თვე თითო საიტზე.

პრო

რეკომენდებული

5 კორპორატიული საიტი დომენებით და ელფოსტით

₾ 449/ თვე

ან ₾ 4,490 წელიწადში (2 თვე უფასოდ)

დაწყება
  • 5 კორპორატიული საიტი
  • 15 საფოსტო ყუთი, 5 GB თითო
  • 5 დომენი უფასოდ წლიურ გადახდაზე (.ge, .com, .net)
  • ერთი გამოწერა, ერთი ინვოისი
  • თითო საიტს: 15 დიზაინი, 3 ენა, ადმინ პანელი
  • SEO, SSL და ანალიტიკა ყველა საიტზე

ნებისმიერი მათგანი შეგიძლია ონლაინ მაღაზიად აქციო: + ₾ 100 / თვე თითო საიტზე.

კორპორატიული ელფოსტა - ₾ 5-დან თვეში.

სცადე 7 დღე უფასოდ, ბარათის გარეშე. საიტს ავაწყობთ, გამოცდი და მერე აირჩევ ტარიფს.

ხშირი კითხვები

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

რა არის AFFIX?
AFFIX ქართული სერვისია, სადაც AI-ის დახმარებით ქმნი საიტს ან ონლაინ მაღაზიას, არეგისტრირებ დომენს (.ge და საერთაშორისო ზონები), ხსნი კორპორატიულ ელფოსტას შენს დომენზე და ყველაფერს ერთი ანგარიშიდან მართავ - ქართულად, ინგლისურად ან რუსულად.
რა ღირს საიტის შექმნა?
საიტი AFFIX-ზე ₾ 990-დან ღირს წელიწადში. გადახდა შეგიძლია თვიურად, წლიურად ან 2 წლით; ყველა ფასი ფასების გვერდზეა.
შემიძლია ჯერ უფასოდ ვცადო?
კი. საიტს ან ონლაინ მაღაზიას გენერატორში ააწყობ და 7 დღე უფასოდ ტესტავ, ბარათის გარეშე. საიტი დროებით მისამართზე იმუშავებს და მის ადმინ პანელსაც გამოიყენებ. ცდის ბოლომდე გადაიხდი და საიტი შენარჩუნდება, დომენიც დაუკავშირდება. თუ არ გადაიხდი, საიტი გამოირთვება და 30 დღის შემდეგ წაიშლება.
შემიძლია ონლაინ მაღაზიის შექმნა?
კი. მაღაზიის ტიპის საიტს აქვს პროდუქტების კატალოგი, კალათა, ბარათით გადახდა და შეკვეთების მართვა ადმინ პანელიდან.
რომელი დომენის რეგისტრაციაა შესაძლებელი?
.ge, .com, .net, .store, .online, .eu, .uk, .ae და სხვა ზონები, 1-დან 5 წლამდე ვადით. თავისუფალი სახელი ერთ ძიებაში ჩანს.
რა შედის პაკეტში?
რამდენიმე საიტი, მათი დომენები და საფოსტო ყუთები ერთი გამოწერით და ერთი ინვოისით - უფრო იაფად, ვიდრე ცალ-ცალკე.
ტექნიკური ცოდნა მჭირდება?
არა. საიტს ოსტატი გიქმნის, DNS-ს და ელფოსტის პარამეტრებს ჩვენ ვაწყობთ და ყველა ნაბიჯს ვხსნით.
შემიძლია არსებული დომენის გამოყენება?
კი. რეგისტრატორთან მიუთითე ჩვენი სერვერები (ns1.affix.ge და ns2.affix.ge) და დანარჩენს ჩვენ ვაწყობთ.
როგორ ვიხდი?
ბარათით, Flitt-ის დაცულ გვერდზე. თვიური, წლიური ან 2-წლიანი გადახდა.
თანხის დაბრუნება შესაძლებელია?
კი, თანხის დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით.

დაიწყე დღესვე

შექმენი საიტი 4 ნაბიჯში, ან დაგვიკავშირდი და ერთად შევარჩევთ.